მოსახლეობის მოთხოვნა და მოლაპარაკებები სამლოცველოსთან დაკავშირებით  

ვითარების განმუხტვა ვერ ხერხდება ადიგენში.

ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში მოწყობილი მუსლიმური სამლოცველოს გამო დაბაში მცხოვრები მართლმადიდებელი მრევლი და სასულიერო პირები პროტესტს გამოთქვამენ. დაბის №18-ში განთავსებულ სახლში ხულოდან ჩასული მერაბ მიქელაძე წლებია ცხოვრობს და მასში სამლოცველოსთან ერთად ბავშვების სასწავლო ცენტრიც აქვს გახსნილი. სახლის მფლობელი თავს სუნიტური ისლამის მიმდევრად აცხადებს. დაბის მცხოვრებლები პარასკევობით სახლში ლოცვის შეწყვეტას ითხოვენ, ადგილობრივი ხელისუფლება კი მიქელაძეს სალოცავად სოფელ იჯარეთში ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს. არაერთი შეხვედრის შემდეგ დღევანდელი მოლაპარაკებაც უშედეგოდ დასრულდა.