ჭყონდიდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა. მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ სურათი მძიმეა. „ვფიქრობ, ჭყონდიდელ მიტროპოლიტსაც არ მოსწონს, რა ხდება, თუმცა გამოსავალს იმ გადაწყვეტილებებში ხედავს, რომელსაც იღებს“, – აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.