ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

სახალხო დამცველის აპარატს, ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოდან ექნება. ბავშვთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ პანსიონის აღსაზრდელები განვითარებულმა მოვლენებმა და ატეხილმა აჟიოტაჟმა განსაკუთრებით დააზარალა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი კი მიიჩნევს, რომ პანსიონის კარი დროულად რომ გაღებულიყო, ვითარება ასე არ დაიძაბებოდა.

მოამბე