ქადაგება ფოთის ეპარქიაში

ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, თუ ამის საჭიროება დადგება, სასულიერო პირები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და ამ საკითხზე იმსჯელებენ. ამასთან, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ წირვა-ლოცვები ტაძრებში ყველა რეგულაციის გათვალისწინებით მიმდინარეობს, მათ შორის დაცულია პირბადის ტარების წესიც, როგორც სასულიერო პირების, ასევე ეკლესიაში მისული მრევლის მხრიდან. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის განცხადებით, ვირუსის დასაძლევად ახლა საერთო ძალისხმევაა საჭირო.

დატოვე კომენტარი