საპროტესტო გამოსვლების მერვე დღე ბელარუსში.
ქვეყანაში უმსხვილესი საწარმოების მუშები გაიფიცნენ. ანტისამთავრობო პროტესტს ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიის თანამშრომლების ნაწილი შეუერთდა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნებია ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომა, ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ძალადობაზე პასუხისმგებელი სამართალდამცველების დასჯა. ლიეტუვაში მყოფი პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ მზად არის ეროვნული ლიდერი გახდეს. ალექსანდრ ლუკაშენკო კი საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადანაწილებაზე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.