ვითარება ბელარუსში

საპრეზიდენტო არჩევნების მძიმე კვალი ბელარუსში.

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დაწყებული აქციების დროს ერთი დემონსტრანტი დაიღუპა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, დაშავდა 200-მდე ადამიანი. მინსკში კვლავ სპეცრაზმი, შინაგანი ჯარების დანაყოფები და სპეც-ტექნიკაა მობილიზებული. ქვეყნიდან წავიდა ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე სვეტლანა ციხანოვსკაია. ჯერ კიდევ მინსკში ყოფნის დროს ჩაწერილ და დღეს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვებში ის დემონსტრანტებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საპრეზიდენტო კანდიდატის გუნდში ვარაუდობენ, რომ მიმართვა ზეწოლის შედეგად არის ჩაწერილი.