დღეიდან თბილისში ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
მონაწილეობას ექვსი გუნდი მიიღებს – „დინამო თბილისი“, თბილისის „ლოკომოტივი“, „იუვენტუსი“, „უოტფორდი“, „ვალენსია“ და „გალათასარაი“. მიმდინარე წელს, არსებობის განმავლობაში პირველად, ტურნირი სრულად ბუნებრივ საფარიან მოედნებზე გაიმართება.
16 წლამდე ფეხბურთელთა შეჯიბრი 2016 წლიდან იმართება. დარასელიას თასი 2024-ის ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.