„ლეილა მესხის თასის“ გათამაშება

15:32, 10.06.2023

„ლეილა მესხის თასის“ გათამაშება დასრულდა.

შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში – 14 და 16 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში გაიმართა, ასევე ერთეულთა და წყვილთა თანრიგში. ტურნირზე გამარჯვებისთვის 17 ქვეყნის 120-მდე ჩოგბურთელი იბრძოდა. პროექტის მიზანი ჩოგბურთის და ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობა და სპორტული ტურიზმის განვითარება იყო. საერთაშორისო ტურნირი თბილისის მერიის, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი