„ლეილა მესხის თასის“ გათამაშება დასრულდა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში – 14 და 16 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში გაიმართა, ასევე ერთეულთა და წყვილთა თანრიგში. ტურნირზე გამარჯვებისთვის 17 ქვეყნის 120-მდე ჩოგბურთელი იბრძოდა. პროექტის მიზანი ჩოგბურთის და ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობა და სპორტული ტურიზმის განვითარება იყო. საერთაშორისო ტურნირი თბილისის მერიის, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის მხარდაჭერით გაიმართა.