მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი

ოლიმპიურ ქალაქში, ტანვარჯიშის არენა ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის ორგანიზებით, „ქეთი ქაფ 2024“-ს მასპინძლობს. საერთაშორისო ტურნირი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მხატვრული ტანვარჯიშის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაციასა და განვითარებას ისახავს მიზნად. ტურნირში წელს 13 ქვეყნიდან 360 სპორტსმენი მონაწილეობს.

მათ შორისაა საქართველოს 20 ყველაზე ძლიერი კლუბი. ღონისძიება უკვე შვიდი წელია, ყოველ წელს ტარდება. ტურნირს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდა.