ვის აფინანსებს კეზერაშვილი - შეფასებები

დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ისევ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მთავარი აქცენტი პოლიტიკური სუბიექტების და სამოქალაქო სექტორის ნაწილის დაფინანსებაზე კეთდება. პოლიტიკური ძალების ნაწილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხრიდან დაფინანსებას უარყოფს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“, მმართველმა პარტიამ კი დავით კეზერაშვილის ინტერვიუში სავარაუდო დანაშაულის ნიშნები დაინახა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის აღიარება ოპოზიციური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნებს აჩენს. მმართველ პარტიაში შესაძლო პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობენ.