ევროკავშირის საბჭოს მიერ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ვიოლა ფონ კრამონი „ძალიან იაფფასიან“ გადაწყვეტილებას უწოდებს. ინტერვიუს „ევროაქტივი“ ავრცელებს. ევროპარლამენტის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიუხედავად, ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინში ყოფნა შესაძლოა მუდმივად მოუწიოთ. ევროპარლამენტარმა ისაუბრა საქართველოს შესახებაც. „რაც შეეხება საქართველოს. ქვეყანას აქვს პრობლემა. წარსულში, ის ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში, საზოგადოების მოდერნიზაციაში. მაგრამ ახლა მათ სრულიად არასწორი მიმართულება აქვთ აღებული. და ამ ბზარების ამოვსების ნაცვლად, ისინი ამ ბზარს აფართოებდნენ და ურთულებდნენ ევროპულ საბჭოს გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ მათთვის იგივე სტატუსი, რაც უკრაინას და მოლდოვას. სამართლიანია მხოლოდ შემდეგი – თავდაპირველად შეასრულეთ საშინაო დავალება და მხოლოდ შემდეგ მოგანიჭებთ იმ სტატუსს, რომელიც დანარჩენ ორ ქვეყანას მივეცით“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.