ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტი

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციამ საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გამართა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებთან განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა საკითხები. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ევროკავშირის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც. დაგეგმილია დელეგაციის ვიზიტი საქართველოს საოკუპაციო ხაზზე.