ვინ უხელმძღვანელებს ადვოკატთა ასოციაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში ჯერ ისევ გაურკვეველია. ამ ეტაპზე არც ის არის ცნობილი, გახდება თუ არა საჭირო მეორე ტურის ჩატარება და განმეორებითი კენჭისყრა. სწორედ ამ საკითხზე მსჯელობისთვის იურისტები ჯერ ადვოკატთა ასოციაციის ოფისში შეიკრიბნენ, ცოტა ხნის წინ კი, სპორტის სასახლეში გადაინაცვლეს.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო ხმები ვერცერთმა კანდიდატმა დააგროვა. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, კონკურენტები დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია იქნებიან. ასათიანმა 1128, ხოლო ჯანაშიამ 632 ხმა მიიღო.
საარჩევნო პროცესი გუშინ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.