სერგო მეთოფიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე. თევზაძე წერს, რომ უკრაინაში ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას მიერ „ვეტინგის“ სისტემით არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ამ საკითხს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რამდენიმე დღის წინაც გამოეხმაურა და დაწერა: „თუ „ვეტინგის“ საჭიროება არის, გამოდის, რომ მე არ ვარ კეთილსინდისიერი, რომ ვარ კორუფციაში ჩართული, რისი მტკიცებულებაც უნდა ჰქონდეთ კიდეც! თუ ეს ასეა, დადეთ ეს მტკიცებულებები, მაგრამ როცა არ არის, რას დადებთ?!“ ჩემი კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა ჩემს გადაწყვეტილებებშია ასახული, რომლებშიც სტრასბურგის სასამართლოს ერთხელაც არ შეუტანია ეჭვი! “ – დაწერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ სოციალურ ქსელში.