„ვეტინგის“ სისტემის დანერგვის საკითხი - უმრავლესობის პოზიცია

ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განმარტავს, რომ უცხოელი ექსპერტების მხრიდან ქართველი მოსამართლეების შემოწმების საკითხი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ქართული მართლმსაჯულება დამატებით სისტემებს არ საჭიროებს.