ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განმარტავს, რომ უცხოელი ექსპერტების მხრიდან ქართველი მოსამართლეების შემოწმების საკითხი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ქართული მართლმსაჯულება დამატებით სისტემებს არ საჭიროებს.