შეხვედრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და არსებულ გამოწვევებს. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.