„ქართული ოცნება“ „ვეტინგის“ თემას აღარ განიხილავს 

პოლიტიკური დღის წესრიგის სადავო თემაა ე.წ. ვეტინგის ინიციატივა.

მმართველი გუნდი თემას დახურულად აცხადებს. „ქართული ოცნება“ სასამართლო სფეროში ოპოზიციის ნაწილის მიერ ინიცირებული მოდელის დანერგვას გამორიცხავს და საკითხის გარშემო დისკუსიას წყვეტს. რამდენიმე ოპოზიციური პარტია და მესამე სექტორი ევროკომისიის ცხრა პუნქტიან დავალებაში სასამართლოს რეფორმირების პუნქტს სწორედ ე.წ. ვეტინგის მოთხოვნად კითხულობენ. უცხოელი ექსპერტების მიერ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მოდელის დანერგვის ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა სასამართლო კორპუსისთვისაც. გამონაკლისია ცხრა მოსამართლე, რომლებმაც განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. ხელისუფლების ცალსახა პოზიციის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები სადავო ინიციატივის საკუთარი დღის წესრიგიდან მოხსნას არ აპირებენ.