სასამართლო სისტემა საქართველოში - პოლიტიკური შეფასებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და ზეწოლის ფაქტები გარე ძალებისგან შეინიშნება. გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და ე.წ. ვეტინგის სისტემაზეც გააკეთა განცხადება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები საბჭოური სტილის კამპანიებს ახორციელებენ, რაც ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე ბრალდებებს გულისხმობს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ისიც, რომ ასეთი სტილის კამპანიების უკან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან, რომელთა დაფინანსებაც ბუნდოვანია. თემას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილიც.