დღე, რომელიც ყველა ომის და თავდაცვის ძალების ვეტერანებს აერთიანებს.
უკვე მეცხრე წელია, 17 ოქტომბერს საქართველო ვეტერანთა დღეს აღნიშნავს. ეს სტატუსი დღეს ქვეყანაში 70 000-მდე ადამიანს აქვს. სოციალური პირობების გაუმჯობესება ვეტერანთა მთავარი მოთხოვნაა. წლების განმავლობაში ისინი სახელმწიფოსგან 22-ლარიან დანამატს იღებდნენ, თუმცა, ერთი წლის წინ დახმარება 100-ლარამდე გაიზარდა.
ვეტერანებმა ხელისუფლების პირველი პირებისგან დღეს მილოცვებთან ერთად ახალი დაპირებებიც მიიღეს.