თბილისში კიდევ ერთი ცნობილი ბაღის რეაბილიტაცია იწყება.
ვერის პარკი ერთი წლით იკეტება. ტერიტორიაზე მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები იგეგმება. პროექტის მიხედვით, ბაღი ავთენტურ იერსახეს შეინარჩუნეს, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, შადრევანი, საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი სივრცეები. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე უძველესი სარეკრეაციო სივრცე მომავალში ყველა ასაკობრივ ჯგუფზე უნდა იყოს გათვლილი.