„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას სრულად ანახლებს. სარეაბილიტაციო სამუშოები აქტიურ ფაზაშია, ამ ეტაპზე „ჯივიპიმ“ უკვე განაახლა კილომეტრ-ნახევარზე მეტი სიგრძის ქსელი.
პროექტის ფარგლებში, წყალსადენის და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი შეიცვლება.
წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ სისტემაზე თანამედროვე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.