ვანო მერაბიშვილს მისი ადვოკატები მოინახულებენ

ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მისი ადვოკატები მოინახულებენ. საპატიმროში შესვლა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რატომ დასჭირდა მერაბიშვილს კლინიკაში გამოკვლევების ჩატარება. ადვოკატების ინფორმაციით, მას ბოლო ორი კვირა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

სასჯელაღსრულების უწყების ცნობით, მერაბიშვილს ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, რის გამოც ადმინისტრაციამ მისი სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაყვანა გადაწყვიტა.

უწყების ცნობით, დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის, საშიში არ არის.