ადვოკატის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ ხელახლა უნდა იმსჯელოს.
გიორგი ჩივიაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 თებერვლის გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა. აპელაციის ვადა კი დღეს ამოიწურა, შესაბამისად, კომისიამ მერაბიშვილის საქმე 5 აპრილამდე უნდა განიხილოს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის და მისი ადვოკატების საჩივარი, საქმე თავიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე ადგილობრივ საბჭოს.
გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოდან 5 მარტს მიიღო, რომელიც ჯერ არ იყო კანონიერ ძალაში შესული. 20 მარტს კი აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ მიმართა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოთხოვნით.
დღეის მდგომარეობით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია.