ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს გამომძიებლები მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის თანდასწრებით, გამოკითხავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, გამოკითხვა მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდება.
უწყების განცხადების მიუხედავად, ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.