ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა, ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტის დასრულების შემდეგ, ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.
მუზეუმის სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.