საქართველო კიდევ ერთი ცნობილი ამერიკული ჯგუფის მასპინძლობისთვის ემზადება.
10 ოქტომბერს „ბლექ სი არენას“ სცენას ჯგუფი „ვან რიფაბლიქ“ დაიკავებს. 18 წლის წინ შექმნილი ბენდი, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა 2007 წელს ჩაწერილი სიმღერით მოიპოვა, საქართველოთი მსოფლიო ტურნეს დაიწყებს. კონცერტის დროს ჯგუფი საკუთარი ახალი ალბომის პრეზენტაციას გეგმავს.