ზუკა ხუციშვილის ახალი ბენდი

მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა მეგობრებთან ერთად ახალი ბენდი შექმნა. რა დაერქმევა ჯგუფს, პრეზენტაციაზე გადაწყდება, რომელიც დღეს სასტუმრო „ადამოში“ 19:00 საათზე გაიმართება. საღამოზე მსმენელი, ახალ რეპერტუართან ერთად, ზუკას მამის – გიო ხუციშვილის სიმღერებსაც მოისმენს, რომლებსაც ახალი ბენდი განსხვავებული ინტერპრეტაციებით შეასრულებს.

ნაშუადღევს