The Killers-ის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“

„ბლექ სი არენაზე“ The Killers-ის კონცერტი გაიმართა.

ლას-ვეგასში დაფუძნებული პოპულარული ბენდი მსოფლიოს ტურის ფარგლებში ჩამოვიდა საქართველოში. საღამოს დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც მსმენელის უკმაყოფილება მოჰყვა. მომხდართან დაკავშირებით „ბლექ სი არენამაც““ და ჯგუფმა The Killers-მაც ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. „გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზიარებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია“, – ნათქვამია „ბლექ სი არენას“ განცხადებაში.
The Killers-ის განცხადებაში კი ვკითხულობთ: „კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, ამოვიპატიჟოთ სცენაზე მსმენელი დრამზე დასაკრავად. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ The Killers-ის მსმენელები და გულშემატკივრები არიან დები და ძმები, შეიძლება, არასწორად იყოს გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს ვიხდით. ვდგავართ თქვენს გვერდით და ვიმედოვნებთ, რომ მალე კიდევ დავბრუნდებით“.