ვალების განულება - მოვალე პირების და ორგანიზაციების შესახებ ვებგვერდი შეიქმნება
ვალების განულებასთან დაკავშირებით ბაზის დახვეწას იწყებს ფინანსთა სამინისტრო.
მოვალე პირების და ორგანიზაციების შესახებ სპეციალური ვებგვერდი შეიქმნება, საიდანაც დაინტერესებული პირები, მხოლოდ პირადობის მოწმობის ნომრის მითითებით, მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ.
როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც სესხების განულების პროცესში ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული პროექტის მიხედვით, მოქალაქეებს, რომელთაც ორი ათას ლარამდე დავალიანება ერიცხებათ და მას უკვე ერთ წელზე მეტია ვერ იხდიან, თანხა გაუნულდებათ. ჯამში საუბარია 600 000 ადამიანზე და მილიარდ-ნახევარ ლარზე, რომელსაც როგორც ცნობილია, ფონდი „ქართუ” დაფარავს.