ვაკის პარკის საქმე - სასამართლო პროცესი

ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი 27 მარტისთვის გადაიდო. 9 განსასჯელის ადვოკატებს შესავალი სიტყვები დღეს უნდა ეთქვათ, თუმცა განაცხადეს, რომ მზად არ არიან და პროცესის გადადება მოითხოვეს. მანამდე კი შუამდგომლობები და ახალი მტკიცებულებები წარადგინეს. შესავალი სიტყვა წარადგინა დღეს ბრალდების მხარემ.