ვაკის პარკის საქმის განხილვა გრძელდება

ვაკის პარკის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასმართლოში გრძელდება. ხმაურით მიმდინარეობს ბრალდების მხარის მოწმის, საქმის გამომძიებლის დაკითხვა. ადვოკატებსა და ბრალდებულებს შეკითხვები აქვთ მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე. ისინი მოწმეს საგამოძიებო მოქმედებების დარღვევებით ჩატარებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს პროკურორი და აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა, ადვოკატების განცხადებების მიზანი კი, მოწმის დისკრედიტაციაა.