პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია წარსულში მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში ვანო მერაბიშვილის როლზე საუბრობს.
ყოფილი პოლიტპატიმარი აცხადებს, რომ მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა. მისი თქმით, ამის მტკიცებულებას გრიფით საიდუმლო ადევს. ვახტანგ მაისაია მიმართავს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, რომ ეს დოკუმენტი ამოიღონ და გამოიყენონ იმ საქმეებთან მიმართებაში, რომლებიც ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ არის აღძრული.