ვახტანგ კახიძის ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერა.
ცნობილი კომპოზიტორი ხვალ საზოგადოებას ოთხ ახალ კომპოზიციას წარუდგენს. „ვიტა,” „მიქსი,“ „დიმპიტაური“ და კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის – ასეთი იქნება ხვალინდელი საკონცერტო პროგრამა, რომელიც ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.
მაესტრომ ახალი ნაწარმოებები პანდემიის პერიოდში შემქნა. კომპოზიციები ვახტან კახიძის დირიჟორობით სიმფონიურ ორკესტრთან და სოლისტებთან ერთად სხვადასხვა ინსტრუმენტის თანხლებით შესრულდება.
ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში კიდევ რვა კონცერტია დაგეგმილი.