ნელსონ გოერნერის კონცერტი „შემოდგომის თბილისზე“

ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში კიდევ ერთი გამორჩეული მუსიკალური საღამო გაიმართება.

სერგეი რახმანინოვის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ორ დღეში ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება. მსმენელის წინაშე რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტს არგენტინელი პიანისტი, ნელსონ გოერნერი დაუკრავს. მუსიკოსი საქართველოში არაერთხელ არის ნაყოფი, თუმცა მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და ვახტანგ კახიძესთან ერთად პირველად წარდგება.

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 21 ოქტომბერს ვახტანგ კახიძის რექვიემით დაიხურება.