ვახო სანაიას ცემის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება დღეს გადასინჯა. საქმეზე დაკავებული ვაჟა გიგაურის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ამავეს ითხოვდნენ კიდევ ორი ბრალდებულის ადვოკატებიც, თუმცა ისინი სასამართლოს ალტერნატივის სახით 4 000-ლარიან გირაოს სთავაზობდნენ. ბრალდების მხარის მოთხოვნა კვლავ პატიმრობის გამოყენება იყო, რაც სასამართლომ გაიზიარა. დღევანდელ სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. სამართალდამცველებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

მოამბე