ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი განიხილეს სატელეფონო საუბრისას დავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა. მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა შეშფოთება ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და აღინიშნა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები უკიდურესად ამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს ვითარებას.
დავით ზალკალიანმა დუნია მიატოვიჩს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სატელეფონო საუბრისას, გამოითქვა მზადყოფნა, მხარეებმა შეინარჩუნონ მუდმივი კომუნიკაცია და გაცვალონ ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე.