ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია

ადვოკატები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

ადვოკატების განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ ხვალ დაგეგმილ ე. წ. სასამართლო პროცესზე ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება. უფლებადამცველებმა, ადვოკატთა საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის რუს კოლეგებს მიმართეს, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს მხარი დაუჭირონ.

ამასთან, ამავე შინაარსის შემცველი განცხდებით, საქართველოში მცხოვრებმა ეროვნებით ოსმა ადვოკატმა, საოკუპაციო რეჟიმს ოსურ ენაზე მიმართა.

ადვოკატებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა დაკავებული ექიმის მეუღლემ. თამილა ლაფანაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ექიმის გასათავისფლებლად, თუმცა ამის შედეგს, მისი თქმით ოჯახი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დაინახავს.