დღეს ერთი თვე შესრულდა, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ხელისუფლება, საერთაშორისო თანამეგობრობა და მოქალაქეები ყოველდღიურად აპროტესტებენ ექიმის უკანონო პატიმრობის ფაქტს.
ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის ნიშნად და მისი გათავისუფლების მოთხოვნის აქციას შეუერთდნენ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები და წამყვანები, ასევე კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს, ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წოდებული საზღვრის კვეთასა ადანაშაულებენ, თუმცა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. სწორედ ამის გამო, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.