უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საპარლამენტო მოსმენა ფინალურ ეტაპზეა.

იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეული 20 კანდიდატურიდან დღეს დეპუტატებმა კითხვები მე-19 კანდიდატს დაუსვეს. საკანონმდებლო ორგანოში კანონმდებლების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ამჯერად იურისტი ალექსანდრე წულაძე მივიდა. წინა ხელისულების დროს ის იუსტიციის მინისტრის მრჩეველი იყო. ამიტომ შეკითხვების დიდი ნაწილი კანდიდატის ბიოგრაფიის გარშემო დაისვა. კანდიდატების მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტში ყველაზე საინტერესო პროცესი, ინდივიდუალური კენჭისყრები იწყება, რაც დეპუტატთა ნაწილის განწყობიდან გამომდინარე, ხმაურის ფონზე ჩაივლის.