უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ამ წუთებში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ნუნუ კვანტალიანს უსმენენ. დღესაც, ისევე როგორც წინა დღეებში, სამი გასაუბრებაა ჩანიშნული. პროცესს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის  სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან.