უწყებათაშორისმა კომისიამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის პირველი წელი დადებითად შეაფასა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თავმჯდომარეობით, უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა.
გრიგოლ ლილუაშვილმა საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით კომისიის წევრი უწყებების მხრიდან, მუდმივი კოორდინაციისა და ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
სხდომის ფარგლებში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის 2019 წლის შესრულების თაობაზე პრეზენტაცია გაიმართა.