უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა ექნებათ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის კლუბში სრულად ვაქცინირებული პირები ან კოვიდგადატანილები დაიშვებიან. სხვა შემთხვევაში, სავალდებულოა ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.