უვიზო მიმოსვლა სერბეთთან

სერბეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. შეთანხმება უკვე მიღწეულია.

სერბეთის მთავრობა უვიზო რეჟიმს უახლოეს დღეებში აამოქმედებს.Gქვეყნის პრეზიდენტმა განცხადება ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეთანხმება სერბეთში მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ალექსანდრ ვუჩიჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სერბეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

სერბეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ასევე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან.