ჩინეთი-საქართველო - მზადება სანავიგაციო სეზონისთვის

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანიის ადგილობრივ მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის იმ სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, რაც ჩინეთიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე სიხშირეების გაზრდას გეგმავს. ამასთანავე ითქვა, რომ ჩინეთში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე განიხილება თბილისისა და ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ერთმანეთთან დაკავშირება პირდაპირი ავიარეისებით.