უვიზო მიმოსვლის შეთანხმება საქართველო-ჩინეთს შორის

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მმართველ გუნდში აფასებენ. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ასევე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ბიზნესურთიერთობების გაღრმავებისთვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ ოფიციალურად გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. ჩინეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი, მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.