საარჩევნო სისტემა შეთანხმებულია, ახლა საინტერესოა, რამდენ ხანს შენარჩუნდება ოპოზიციური ერთობა და დარჩება თუ არა ძალაში გეგმა, რომლის მიხედვით 20-ზე მეტი პარტია არჩევნებზე საერთო კანდიდატებით უნდა წარდგეს.
ერთიანობასთან დაკავშირებულ ეჭვებს ის გარემოება აძლიერებს, რომ საერთო მიზნით თვეების განმავლობაში მოლაპარაკების მაგიდასთან ერთმანეთისგან გასხვავებული იდეოლოგიის და შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები ისხდნენ. ეს მიზანი მიღწეულია, ამიტომ ახლა ოპოზიციონერ ლიდერებს სხვა ამოცანა აქვთ, – მათ უნდა გადაწყვიტონ, ვინ ცალკე წავა და ვინ ვისთან შექმნის ბლოკს წინასაარჩევნოდ.
კონფიგურაციების დადგენამდე „ლეიბორისტების“ ოფისში ჩამოყალიბებულ ფორმატს კიდევ ერთხელ მწვავედ აკრიტიკებს თაკო ჩარკვიანი, რომელმაც მოლაპარაკებათა მაგიდა პირველივე დღეს დატოვა.