28-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში წერილი შეიტანეს და უსინათლოთა კავშირის წინააღმდეგ არსებული საქმეების დროული და ეფექტური გამოძიება მოითხოვეს. უსინათლოთა კავშირის წევრები ხელმძღვანელ პირებს თანხების არამიზნობრივ გაფლანგვაში, ქონების უცხო პირებისთვის გადაცემასა და თანამშრომლების უსაფუძვლო გათავისუფლებას ედავებიან. ესმა გუმბერიძე და გიორგი ენუქიძე სამ სარჩელთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას ითხოვენ. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უსინათლოთა კავშირის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, უსინათლოთა კავშირის წევრებს წერილობითი პასუხი გაეცემათ.