უთანხმოება უსინათლოთა კავშირში

საქართველოს უსინათლოთა კავშირის გათავისუფლებული თანამშრომლები უწყებისგან ექვსი თვის კომპენსაციის მიღებას ითხოვენ. საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა დღეს გაიმართა, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. კერძოდ, გათავისუფლებული 11 თანამშრომლის სამსახურში აღდგენაზე ცენტრში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა, აღნიშნული პირები ხელშეკრულებას განაცდურის ანაზღაურების გარეშე ხელს არ აწერენ.

კულტურის ცენტრში აცხადებენ, რომ მორიგების აქტი უახლოეს პერიოდში მომზადდება. გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი პირობები დაკმაყოფილდება, სასამართლოდან სარჩელს გამოიტანენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავა გაგრძელდება.